NATO-ს თავდაცვის მინისტრები უკრაინას საჰაერო თავდაცვის უფრო მეტ სისტემებს დაპირდნენ.
მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია ითანამშრომლებენ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის ასობით რაკეტის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.
გადაწყვეტილება სამხედრო ალიანსის თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღჭურვილობის მიწოდება უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.