უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრონტზე არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, რუსეთისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დროს დამარცხება ომის წაგების ტოლფასია.
ამიტომაც, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპანტები ასე სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას უწევენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღიურად წინ მიიწევენ.