ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანმანქანასა და ლეოპარდის 4 ტანკს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას 20 ჯავშანმანქანასა და ლეოპარდის ტიპის 4 ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ რობლესმა რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აღჭურვილობა უკრაინაში პოლონეთიდან გაიგზავნება. მისივე თქმით, ჯავშანმანქანები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.

გარდა ამისა, მარგარიტა რობლესის თქმითვე, ესპანეთი უკრაინას 2 საველე ჰოსპიტალს გადასცემს.  საავადმყოფოს 12 კონტეინერი უზრუნველყოფს ბრიგადის საჭიროებებს ქირურგიული, სტაბილიზაციისა და სხვა სამედიცინო ღონისძიებებისთვის. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს მუშაობაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.

რობლესამა აღნიშნა, რომ ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ "ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში დარჩება მტკიცე მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი