უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა და ნატო კომისიის სახით ოფიციალური შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატს შეცვლიან საბჭოს ახალი ფორმატით ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ან მის შემდეგ.
"დღეს, 2016 წლის შემდეგ პირველად უკრაინა-NATO-ს კომისიის სხდომა გაიმართა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ყველა მინისტრის მონაწილეობით.... უკრაინისა და NATO-ს თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა, იმედი მაქვს, ვილნიუსიდან დაიწყება ან ვილნიუსის შემდეგ. ეს უკვე იქნება უკრაინა-NATO-ს საბჭო", - თქვა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ საბჭოს ფორმატი გულისხმობს "ურთიერთობების ახალ დონეს, ურთიერთქმედების უფრო მაღალ დონეს".