უკრაინას მალე შეიარაღება აღარ დარჩება, ჩვენი მრეწველობა კი შეუსვენებლად მუშაობს - პუტინი

გამოქვეყნდა:

სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი "კიევმა 2014 წელს" დაიწყო დასავლეთის ქვეყნების წაქეზებით. 

მისი თქმით, ომი 9 წელი მიმდინარეობდა დონბასში, რის შემდეგაც უკრაინამ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა სიტუაციის დარეგულირებაზე უარი განაცხადეს და სწორედ ამის გამო გახდა მოსკოვი იძულებული, რომ შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა ომის დასასრულებლად. 

პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთი ყველანაირად ცდილობს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთის სამხედრო მრეწველობა "ვითარდება, უკრაინას კი საკუთარი სამხედრო ტექნიკა მალე დაუმთავრდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი