ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მასზე თავდამსხმელი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა გორის რაიონული სამმართველო. როგორც ის "მთავარ არხთან" ადასტურებს, რომ მასზე თავდამსხმელი, სოსო მაისურაძე უკვე დაკავებულია. ჯაფარიძე სამმართველოში დაკავებულის ამოსაცნობად იმყოფებოდა. 

მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა რამდენიმე საათის წინ, მოქალაქე სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს კავშირები აქვს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელთან ილია კვაღნიძესთან და სუს-ის მოქმედ მაღალჩინოსანთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი