ბრიტანეთი უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 20 მლნ დოლარს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინის კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 20 მლნ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკის ოფისზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის თანახმად, თანხები მოხმარდება კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვას რუსული თავდასხმებისგან.

გარდა ამისა, როგორც სუნაკი ამბობს, ეს დაფინანსება გადამწყვეტია თავდასხმების შესაჩერებლად, უკრაინის კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად და ქვეყნის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რომ აღმოაჩინოს და გამორთოს მავნე პროგრამები. 

ასევე, მომავალ კვირას სუნაკი მეწარმეებსა და ბიზნესს ასევე სთხოვს, გააძლიერონ ინვესტიციები უკრაინაში კონფერენციაზე, რათა დაეხმაროს მას ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

ცნობისთვის, ბრიტანეთი ასევე უკრაინას 20 მლნ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი