რუსებმა ვულედარი დაბომბეს | დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, რუსებმა ვულედარი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როგროც კირილენკო Telegram-ზე წერს, რუსების ავიაიერიშის შედეგად, ქალაქ კოსტიანტინევკაში ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

გარდა ამისა, ღამით ქალაქში 11 კერძო საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი