უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის კუთვნილი საბრძოლო მასალების საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერი ავრცელებს.
"როგორც ჩანს, ნახეთ შეიარაღებული ძალების მოქმედება... ნახეთ საბრძოლო მასალის ცეცხლმოკიდებული საწყობები. მეთაურმა უკვე მადლობა გადაუხადა ბიჭებს კარგი მუშაობისთვის. ნაკლები საბრძოლო მასალა, ნაკლები ცეცხლი," - აცხადებს იური იგნატი.
ცნობისთვის, ხერსონის ოლქში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა, რაც მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს.