ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის დააჩქარებს იარაღის მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მისი შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა .
მისივე თქმით, უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა არ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების უშუალო წარმატებებზე.
"ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ომი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება და შესაძლოა უფრო მეტსაც", - თქვა მან.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ კიევს მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდონ.