უკრაინამ მიწოდებული აღჭურვილობის 10%-ზე ნაკლები დაკარგა, - ინფორმაციას უცხოური მედია ესტონეთის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელის, მარგო გროსბერგის თქმით, ეს მაჩვენებელი მომავალში შეიძლება გაიზარდოს, რადგან ნებისმიერი შეტევითი მოქმედების დროს ტექნიკის დაკარგვა გარდაუვალია.
გროსბერგმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური წარმოების აღჭურვილობა სამხედროებს კარგად იცავს და როცა ეს ვერ ხერხდება, მაგ შემთხვევაში ჯარისკაცები სერიოზული დაზიანებისგან მაინც დაცულები არიან.