თეა წულუკიანი უკვე დიდი ხანია მუზეუმებსა თუ თეატრებში საბჭოური რეპრესიებით, დანოსებითა და არაკეთილსაიმედო ხალხის წმენდითაა დაკავებული. ამ მავნე პრაქტიკის მიუხედავად, ხელოვნების უამრავი სფერო და მისი წარმომადგენლები პასიური დამკვირვებლის როლში უყურებდნენ პროცესებს.
ახლა რეპრესიები და პარტიული წმენდა-დალაგება კინოცენტრში დაიწყო და ხელისუფლების უნებლიე გზავნილიც კულტურისა და სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის მარტივი გასაშიფრია -
შემდეგი შესაძლოა იყოს ნებისმიერი თქვენგანი, ასე რომ, როცა სხვას უსამართლოდ ექცევიან, მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოაკაკუნებს ეს უსამართლობა თქვენს კარებზე.