ბოლო 2 კვირაში უკრაინამ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით 8 დასახლება გაათავისუფლა - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა 8 დასახლება გაათავისუფლეს.

"ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში უკრაინამ 8 დასახლება გაათავისუფლა: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაგოდატნე, ლობკოვო, ნესკუჩნე, პიატიხატკი. ტავრიის მიმართულებით უკრაინა მტრის სიღრმეში 7 კმ-მდე დაწინაურდა. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრია. ტაურის მიმართულების თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება", - ამბობს მალიარი.

მისი თქმით, აღმოსავლეთით მტერმა დიდი ძალისხმევით შეაჩერა უკრაინული ჯარების წინსვლა ბახმუტის მიმართულებით, ამ მიმართულებით დამატებითი დანაყოფები გაიგზავნა.

როგორც მალიარი აღნიშნავს, გასულ კვირას ოკუპანტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. კერძოდ,  ყველა მიმართულებით 4 600-ზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, 80-ზე მეტი რუსი სამხედრო  კი უკრაინამ ტყვედ აიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი