დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განახლებაში ნათქვამია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, რუსეთმა, დიდი ალბათობიტ დაიწყო დნიპროს ძალებსი ჯგუფის (DGF) ნაწილების გადაყვანა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზაპოროჟიესა და ბახმუტის სექტორების გასაძლიერებლად.
უწყების ცნობით, ეს ძალები პოტენციურად 49-ე არმიის რამდენიმე ათას ჯარისკაცს, მათ შორის 34-ე ცალკე მექანიზებულ ბრიგადას, ასევე მედესანტეებსა და საზღვაო ქვეითებს.
"DGF-ის გადანაწილება, სავარაუდოდ, ასახავს რუსეთის აღქმას, რომ კახოვკის კაშხლის ჩამონგრევისა და შედეგად დატბორვის შემდეგ უკრაინის დიდი შეტევა დნეპროზე ნაკლებად სავარაუდოა", - წერს დაზვერვა.