გასულ ღამეს რუსეთის მიერ ნასროლი ყველა რაკეტა და დრონი გავანადგურეთ - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

​გასულ ღამეს უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ყველა დრონი და რაკეტა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ძალებმა "კალიბრის" ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან ისროლა. აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან კი უკრაინას თავს ირანული წარმოების 4 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ.

​როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, სამიზნეები სამხრეთ და აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებში განადგურდა, თუმცა, კონკრეტულ რაიონებს არ ასახელებს.

პარალელურად, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული წარმოების "კალიბრის" ტიპის 4 რაკეტა ოდესაში, ხოლო 4 ირანული დრონი დნეპროპეტროვსკის ოლქში გაანადგურეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი