
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს ესაუბრა. სატელეფონო კომუნიკაციისას განიხილეს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის საჭიროება.
ზელენსკი Twitter-ზე წერს, სუნაკთან უკრაინის თავდაცვის საჭიროებები განიხილა და ყურადღება სანქციების გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა.
"ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და შემდგომი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაფართოებლად, კერძოდ შორი მოქმედების იარაღის საშუალებით. [...]
ჩვენ ასევე განვიხილეთ ნაბიჯები #PeaceFormula-ს დანერგვისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებისთვის.
მე ხაზი გავუსვი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი აძლიერებს რაკეტების წარმოებას დასავლური კომპონენტების გამოყენებით", - დაწერა ზელენსკიმ.