უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან რუსეთის საბრძოლო კომპლექტით სავსე საველე საწყობი გაანადგურეს.
"მესაზღვრეები ბახმუტთან რუსული ჯარის ლოგისტიკის განადგურებას აგრძელებენ. აეროდაზვერვამ აღმოაჩინა, ხოლო ნაღმმტყორცნელებმა განახორციელეს დარტყმა საველე შემადგენლობაზე, სადაც რუსი სამხედროები საბრძოლო კომპლექტის კონცენტრირებას ახდენდნენ", - წერია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ნაღმი საწყობში მოხვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად განადგურებულია საწყობი, საფორტიფიკაციო ნაგებობა და ორი რუსი ოკუპანტი.