უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, უკრაინაში, რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
"ევაკუირებულია 3 773 ადამიანი და 284 ცხოველი. სამწუხაროდ, 18 ადამიანი დაიღუპა. 14 - დახრჩობისგან, 4 - ევაკუაციის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად. 31 ადამიანი დაკარგულად ითვლება... ჩვენ ყველას ვეძებთ", - წერს კლიმენკო Telegram-ზე.
მისივე თქმით, წყალი იკლებს, თუმცა დატბორილია 39 დასახლებული პუნქტი და 818 სახლი.