უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაში იყო - გენშტაბის წინასწარი მონაცემებით, 30-დან 28 "შაჰიდი" ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში, 20 ივნისის ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა, რომელიც დილით, 06:40 საათზე დასრულდა. რუსმა მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს უკრაინაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა, წინასწარი მონაცემებით, გაანადგურეს რუსების მიერ გაშვებული "შაჰედის" ტიპის 30 თვითმფრინავიდან 28.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს და მის შემოგარენ ტერიტორიას 7 S-300-ის ტიპის რაკეტით შეუტია. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კომუნიკაციები და კერძო საკუთრება, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

უკრაინული მხარის ცნობითვე, ლვოვში რუსეთმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი