"ზოგიერთ რაიონში ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რაიონში ისინი იცავენ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს და გაძლიერებულ შეტევებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული. მათ აქვთ მხოლოდ დანაკარგები.
ზოგადად, ეს არის ზეწოლის სიტუაცია, ჩვენი ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გზა გავუხსნათ ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენ სამხრეთში და მთელ ჩვენ აღმოსავლეთში. და ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი სიმაგრეები და არც რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას. იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას".
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვისას.