ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ვალდებულების შესრულებას უკრაინისთვის და მას დახმარების ახალ და ძლიერ პაკეტს მიაწვდის.
რა შევა დახმარების ახალ პაკეტში, ჯერჯერობით უცნობია.