უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა | ნიკოლენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის, ოლეგ ნიკოლენკოს ინფორმაციით, უნგრეთში უკრაინის საელჩომ მოახერხა და სამი უკრაინელი სამხედრო ტყვე სამშობლოში დააბრუნა.

"ისინი უკვე უკრაინის ტერიტორიაზე არიან, მათ ყველანაირი დახმარება უტარდებათ", - წერს ნიკოლენკო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთში რუსეთიდან წაყვანილი 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ისინი თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ უნგრეთში დარჩენა ან დატოვება ნებისმიერ დროს. ბუდაპეშტის ინფორმაციით, პატიმრების უნგრეთში გადაყვანა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მალტის ორდენის უნგრეთის საქველმოქმედო სამსახურის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

თუმცა, ნიკოლენკო ამტკიცებდა, რომ უკრაინელი დიპლომატები ცდილობდნენ პატიმრებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარებას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისინი იზოლირებულნი არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ღია წყაროებზე და მათი ურთიერთობა ნათესავებთან ხდება მესამე მხარის თანდასწრებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი