ევროპული პოლიტიკური წრეების გარდა ნიკა გვარამია ევროპულ სასამართლოშიც ეძიებს სამართალს. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 24 საათში მომდევნო ნაბიჯი დააანონსა.
პოლიტპატიმარი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო ციხის საკანშია გამოკეტილი, საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის და სხვათა დანაშულის დადასტურებისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ეს ბრძოლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგრძელდება.