სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მან მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პარლამენტს 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. 

"უკრაინაში შიმშილობა, ჰოლოკოსტთან ერთად, ევროპის კონტინენტზე კაცობრიობის წინააღმდეგ ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა. ამას მოჰყვა მილიონობით უკრაინელი მოქალაქის, მათ შორის უკრაინელი ქალების სიკვდილი. ეს იყო ცინიკურად დაგეგმილი და სასტიკად განხორციელებული საბჭოთა რეჟიმის მიერ სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის პოლიტიკის გასატარებლად და უკრაინის მოსახლეობისა და მათი ეთნიკური იდენტობის ჩახშობის მიზნით", - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი