
დღეს, 7 აგვისტოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილმა, ბექა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად თავისი კანდიდატურა წარადგინა. ამ თემაზე მან ბრიფინგი მცხეთაში გამართა და აღნიშნა, რომ ეს ადგილი მისთვის სიმბოლურია და 1 წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას უკავირდება.
მე მინდა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის დეპუტატად საქართველოს პარლამენტში წარმოვადგინო ჩემი თავი. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, ერად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა იყოს ამაღლებული, ყველას გავაგებინოთ, რომ რუსეთი არის ოკუპატი, - თქვა ბექა ნათელაშვილმა.
ბექა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს იდიალისტები უნდა მართავდნენ და არა ისინი, ვინც მხოლოდ "ჯიბეზე იყურებიან". რაც შეეხება პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, ის კენჭს ნაძალადევის ოლქში იყრის.
3 აგვისტოს, "ევროპულმა საქართველომ" რეგიონების კანდიდატები დაასახელა. საკუთარი კანდიდატები მმართველმა პარტიამაც წარადგინა - "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.