კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, უკრაინაში, რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

"კახოვსკაია ჰესზე მომხდარი სტიქიის ლიკვიდაციის მე-15 დღე. მოწინააღმდეგის მოქმედების გამო, სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება. რუსები აგრძელებენ ხალხის დაბომბვას. ამ დროისთვის 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 რუსების მიზანმიმართული სროლის შედეგად", - თქვა კლიმენკომ.

მისივე თქმით, წყალი იკლებს, თუმცა ამ დრომდე დატბორილია 595 სახლი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი