გასულ დღეს რუსეთთან 40 შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება 4 მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ გასული დღის განმავლობაში რუსეთის ძალებთან 40 შეტაკება მოხდა.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსმა უკრაინას შეუტიეს 33 ირანული უპილოტო საფრენი აპარატით "შაჰიდი", 7 რაკეტა S-300-ის გამოყენებით, 1 ფრთოსანი რაკეტა "ისკანდერით", რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუშვეს. 

გენშტაბი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 "შაჰიდი".

გარდა ამისა, რუსეთმა 83 საჰაერო დარტყმა და 58 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე. 

გენშტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი