გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, მოსკოვის ოლქში, ოთხშაბათს დილით 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ის ამბობს, რომ დრონები სამხედრო საწყობთან ახლოს, ნარო-ფომინსკის რაიონში ჩამოვარდნენ.
გუბერნატორის თქმით, მსვერპლი არ ყოფილა.
"დღეს ორი თვითმფრინავის ტიპის მოწყობილობა, სამხედრო წინააღმდეგობის შედეგად, დაეცა დაახლოებით დილის 5:30 და 5:50 საათზე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობთან მახლობად", - დაწერა მან ტელეგრამზე.
გუბერნატორმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.