უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 21 ივნისამდე პერიოდს.
უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 540 ოკუპანტი, განადგურებულია 9 ტანკი, 32 საარტილერიო სისტემა.
გენშტაბის მიხედვით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 222 000;
ტანკი - 4 006;
ჯავშანტექნიკა - 7 771;
საარტილერიო სისტემა - 3 920;
სარაკეტო სისტემა - 615;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 375;
თვითმფრინავები - 314;
ვერტმფრენი - 306;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 428;
საკრუიზო რაკეტები - 1 214;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 667;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 539.