იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა 5 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინას კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგებზე საპასუხოდ.
დახმარების პაკეტი მოიცავს საკვებს, წყალს, სანიტარულ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფილია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის, გაეროს ბავშვთა ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის დახმარებით.
ოფიციალური ტოკიოს ცნობით, დახმარების პაკეტი მტკიცედ მოითხოვა უკრაინის მთავრობამ და პრეზიდენტმა.
თვის დასაწყისში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა სოფლები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ათიათასობით ადამიანს შეექმნა ელექტროენერგიისა და სუფთა წყლის პრობლემა.