
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ფეოდოსიას მიდამოში რკინიგზის ლიანდაგი დაზიანდა. რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი Telegram-ზე წერს, რომ დაზიანების გამო ორი მატარებელი გაუქმდა.
"ფეოდოსიასა და ვლადისლავოვკას სადგურებიდან მგზავრებს ავტობუსებით გაგზავნიან. მოძრაობის აღდგენის დრო - საათნახევარი, ორი საათი", - დაწერა გუბერნატორმა.
მას ლიანდაგის დაზიანების მიზეზი არ დაუწერია და განაცხადა, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.