უკრაინამ შეძლო EU-ს გაერთიანება ისე, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ონლაინ გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინას სჭირდება "რეალური პროექტები", რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის აღდგენასა და რეკონსტრუქციას. 

მისი თქმით, პარტნიორები უნდა გადავიდნენ ხედვიდან შეთანხმებებზე და შეთანხმებებიდან რეალურ პროექტებზე. 

ზელენსკი ამბობს, რომ ამჟამად მსოფლიოში არ არსებობს ადგილი, სადაც საჭირო იქნება იმდენი ობიექტის აშენება და აღდგენა, რამდენიც უკრაინაში - "რუსულ აგრესიის ყოველ ახალ დღეს ახალი ნანგრევები მოაქვს". 

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა ევროკავშირი ყოფილიყო ერთიანი, როგორც არასდროს, რაც აისახება "ბევრ პოლიტიკურ, ეკონომიკურ სანქციაში და ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებებში". 

"[უკრაინამ] მიაღწია წარმატებას ევროკავშირის გაერთიანებაში, როგორც არასდროს ყოფილა აქამდე.  უკრაინამ გაააქტიურა სოლიდარობის მთელი ძალა, რომლისთვისაც ევროკავშირი იყო კონფიგურირებული. [...] ჩვენ ვიცავთ უკრაინას და ამით ვიცავთ თავისუფლებას. და როდესაც ჩვენ ავაშენებთ უკრაინას, ჩვენ ავაშენებთ თავისუფლებას. ქვეყანა, რეგიონი, კონტინენტი, მსოფლიო: ეს გლობალური ამოცანაა", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოში ქვეყნის გაწევრიანებაზეც და თქვა, რომ მისი ქვეყანა ევროპის თავდაცვის მთავარი ნაწილია.

"ჩვენ მხოლოდ მოკავშირეების გამბედაობას ველოდებით, რომ ეს რეალობა აღიარონ", 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი