აშშ უკრაინისთვის 1.3 მილიარდ დოლარს გამოყოფს  - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს განადგურებას, ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ცხოვრების აღდგენაში, ქვეყნის აღდგენაში, მისი მომავლის აღდგენაში," - განაცხადა ბლინკენმა. 

მისი თქმით, აღნიშნული თანხა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე დაიხარჯება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი