ლატვია თავისი შვეულმფრენების მთელი ფლოტის უკრაინაში გასაგზავნად ემზადება - ლატვიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

ლატვია თავისი შვეულმფრენების მთელი ფლოტის უკრაინისთვის გადასაცემად ემზადება - UNIANI-ის ინფორმაციით ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა  უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლონდონში ტარდება. 

მისი თქმით, ლატვიას არასოდეს ჰქონია ილუზიები რუსეთზე, ამიტომ ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ამერიკული სტინგერი MANPADS-ის გადაცემა დაიგეგმა.

''ჩვენმა მთავრობამ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ზე მეტი უკრაინის  დახმარებაზე დახარჯა, საიდანაც 1%-ზე მეტი მხოლოდ სამხედრო საჭიროებებისთვისაა. ასე რომ, ყველა ჩვენი Stinger რაკეტა ახლა უკრაინაშია. ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - ეს უკანასკნელი ახლა ხელახლა იღებება, შემდეგ ჩვენ მათ ვაგზავნით უკრაინაში.

ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით,... და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი