BBC New-ის ინფორმაციით, დაღესტანში მომხდარი ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.
დაღესტანის პროკურატურის ინფორმაციით, მოსკოვი-ხასავიურტის ავტობუსი მსუბუქი ავტომობილსა და სატვირთოს შეეჯახა. ავტობუსში 25 ადამიანი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, 20 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
უბედური შემთხვევა გზატკეცილ „კავკასიაზე“ სოფელ ნოვო კოხანოვსკოესთან მოხდა.