უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან ოკუპანტების ვერტმფრენი Mi-24 ჩამოაგდეს.
''დიდება ჩვენს გმირებს!'' - წერს გერაშენკო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საბრძოლო ველზე 12 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული Mi-24 თავდასხმის ვერტმფრენი ქვეითების გადასაყვანად გამოიყენება. თუმცა, მისი მთავარი საბრძოლო მისია ჯავშანტექნიკისა და არაჯავშანტექნიკის განადგურებაა.