უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ტელეფონით ესაუბრა, ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. რეზნიკოვი ისრაელის თავდაცვის მინისტრს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და დასძინა, რომ ქვეყანა მათ დაეხმარება.
"ირანული უპილოტო თვითმფრინავები ორივე ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელი
ამ წინაღობის დასაძლევად დაგვეხმარება", - თქვა რეზნიკოვმა.
The Times of Israel-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მხოლოდ ისრაელს შეუძლია, უკრაინას ირანული თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლო საშუალებები მიაწოდოს. მან ასევე გამოხატა გაკვირვება, რომ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კიევში ამ დრომდე არ ჩასულა.