ყირიმის ხერსონის რეგიონთან დამაკავშირებელ გზაზე უკრაინამ ხიდი დაბომბა - სალდო

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვლადიმერ სალდო აცხადებს, რომ უკრაინამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ხიდებზე ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის "ადმინისტრაციულ საზღვარზე" ჩონგართან.

"კიევის ტერორისტებს სურთ ხერსონის მოსახლეობის დაშინება, პანიკის დათესვა მოსახლეობაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ შეგვიძლია ხიდების სწრაფად შეკეთება: ავტომობილების მოძრაობა რაც შეიძლება მალე აღდგება", - წერს ე.წ. ხელმძღვანელი.

სალდო ამტკიცებს, რომ წინასწარი შეფასებით უკრაინამ ბრიტანული  Storm Shadow რაკეტები გამოიყენა. 

"ხიდზე გზის საფარი დაზიანდა, ადამიანური მსხვერპლი არ არის", - წერს ის.

გზა ჩონგარით არის უმოკლესი გზა ყირიმიდან მელიტოპოლამდე და შემდგომ სამხრეთ ფრონტამდე, სადაც ახლა უკრაინის არმია ცდილობს წინსვლას. ზუსტად როდის მოხდა დარტყმა, სალდომ არ დააკონკრეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი