უკრაინა მსოფლიო ბანკის დახმარებით, პარტნიორი ქვეყნებისგან, 1,75 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს გრანტებისა და გარანტირებული სესხის სახით, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მსოფლიო ბანკის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მსოფლიო ბანკი წერს, ფინანსური დახმარების პაკეტი "PEACE" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
"დახმარებაში შედის 500 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკის სესხი, რომლის გარანტორიც დიდი ბრიტანეთი იქნება, 1,25 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი აშშ-სგან და 15 მილიონი დოლარის გრანტი ფინეთის მთავრობისგან," - ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.
მათივე ცნობით, დამატებითი ფინანსები გამოყენებული იქნება ჯანდაცვის, განათლების, პენსიებისა, სოციალური დახმარების პროგრამებისა და იმ ადამიანების ხელფასების დასაფინანსებლად, რომლებიც ძირითადი საჯარო მომსახურებების გაწევას უზრუნველყოფენ.