კურსკის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო საფრტენი აპარატი ჩამოაგდო. 

"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო დრონი კურსკის თავზე. მადლობა სამხედროებს მუშაობისთვის.დიდი თხოვნაა, ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევაში არ შეეხოთ და შეატყობინეთ 112-ს", - წერს ის.

მოგვიანებით მან დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ კვლავ იმუშავა კურსკის ცაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი