Baykar-მა უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია მიიღო. აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ლიცენზია ითვალისწინებს ორი ტიპის საბრძოლო დამრტყმელი თვითმფრინავის - Bayraktar TB2-ისა და Bayraktar Akinci-ის წარმოების სრულ ციკლს.
ეს უკანასკნელი თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველაზე თანამედროვე იარაღია და მისი მასობრივი წარმოება 2022 წელს დაიწყო.
კომპანია წარმოების გახსნას უკრაინაში 2025 წელს ელის. საწარმოში დაგეგმილი ინვესტიციების ჯამური მოცულობა 95,5 მლნ აშშ დოლარია.
შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან, "ბაირაქტარებს" დიდი წვლილი შეაქვთ ფრონტის ხაზზე, უკრაინის წარმატებაში.