უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები და მაშველები რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის გასაკმლავებლად მზადებას იწყებენ. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
"უახლოეს დღეებში ჩავატარებთ შესაბამის წვრთნებს გზების ჩაკეტვითა და სანიტარულ გამშვებ პუნქტებზე რადიაციის დონის შემოწმებით. რადიაციის საზომი მოწყობილობა, რაც გვაქვს, კალიბრირებულია და მზად არის, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ გადავაჯგუფოთ ყველანაირი ძალები და სერვისები, რათა მკაფიოდ ვუპასუხოთ ნებისმიერ გამოწვევას", - განაცხადა კლიმენკომ.
მისი თქმით, ტერაქტის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პირველი დღე, როდესაც რადიაციული ფონი უმაღლეს დონეზე იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ის რადიოაქტიური ფონი, რომელიც ჰაერში იქნება შესაძლო ტერაქტის შემდეგ, დაახლოებით ერთ დღეს გაგრძელდება და უკრაინა შეძლებს, მის ერთ დღეში 80%-ით შემცირებას.
მინისტრმა მოსახლეობას რეკომენდაციებიც მისცა. კერძოდ, სადგურის აფეთქების და ევაკუაციის შემთხვევაში რადიაციით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს ურჩია, დახურონ ფანჯრები, გამორთონ ვენტილაცია, კონდიციონერები და სახლების ყველა ხვრელი დალუქონ ნესტიანი ქსოვილით ან ლენტით.
შეგახსენებთ, რომ განცხადება, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს, უკრაინის პრეზიდენტია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.