სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ევროპელმა მწარმოებელმა, გერმანულმა Rheinmetall-მა განაცხადა, რომ უკარაინას უკრაინას გადასცემს კიდევ 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს - გარდა იმ 40 ქვეითი საბრძოლო მანქანისა, რომელზეც დაპირება მანამდე გაიცა. კომპანიამ განცხადება სამშაბათს გააკეთა და თქვა, რომ დახმარების გადაცემა მომდევნო ორ თვეში მოხდება.
კონტრაქტის მოცულობა "საშუალო ორნიშნა" მილიონ ევროს შეადგენს, განუცხადა Rheinmetall-ის სპიკერმა ჟურნალისტებს. 20 მანქანა გამოვა Rheinmetall-ის ძველი Marders-ის მარაგებიდან და აღდგება უახლოეს თვეებში.
უკრაინა ჯამში მიიღებს 60 Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორს: 40 Rheinmetall-ის საწყობებიდან და 20 ბუნდესვერის საწყობებიდან.