საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამორიცხავს. მისი თქმით, "რუსეთმა ჯერ უნდა შეწყვიტოს ომი და დათანხმდეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას".
"არ მაქვს მიზეზი, რომ დღეს მას დავურეკო. ახლა მიმდინარეობს უკრაინის კონტრშეტევა. იმედი მაქვს, დადგება მოლაპარაკების დრო უკრაინის პირობებით. მეორე მხრივ, თუ ის (პუტინი) დამირეკავს რაიმეს შემოსათავაზებლად, ვუპასუხებ, რადგან საფრანგეთი ყოველთვის იყო ფასილიტატორი და მედიატორი ძალა", - ამბობს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, "რუსეთი შევიდა იმ მდგომარეობაში, როდესაც პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს, რათა კლავ იქცეს ერთადერთ კოლონიზატორ ძალად 21-ე საუკუნეში, რომელიც აწარმოებს იმპერიულ ომს მეზობელთან".