წულუკიანის ფარული შეხვედრა კინოხელოვანებთან | შეხვედრას ესწრება ბაჩო ოდიშარია, თუმცა, არ მიიწვიეს ისინი, ვინც კინოცენტრის რეორგანიზაციას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კინოხელოვანებთან ფარულ შეხვედრას მართავს. 
აღსანიშნავია, რომ სფეროს წარმომადგენლებს შორის არ არიან ის ხელოვანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. 

შეხვედრას ესწრება პროსახელისუფლებო პროპაგანდისტი და სახელისუფლებო ტელევიზიის PosTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც ცოტა ხნის წინ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"ველოდები, როდის გაიღება კარები რომ შევიდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგება და რაღაც შეთანხმებას მივაღწევთ", - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ ცენზორის როლი შეითავსოს, პასუხს ვერ გასცემს, რადგან მისთვის "ცენზურაზე საუბარი აბსურდულია".

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ კულტურის სამინისტროსგან პირადად დაურეკეს და დაიბარეს შეხვედრაზე, თუმცა არ იციან თუ რა თემაზე იქნება შეხვედრა. 

შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციაც მიმდინარეობს. სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე არ მიიწვიეს, კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი