"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ EU-ს მიერ დაწესებულ ყველა სანქციას შეასრულებს" | კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

"ვხედავთ სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას... საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ EU-ს მიერ დაწესებულ ყველა სანქციას შეასრულებს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "მთავარ არხთან" საუბრობს.

ჩვენ ყველანი ვხედავთ სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც რუსული არმიის მიერ სამხედრო დანიშნულების საქონელის ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიღებას ეხება. ახლა ბევრი მონაცემია, რომელიც ადასტურებს, რომ პირდაპირი ექსპორტი რუსეთში შემცირდა 60-70 პროცენტით, მაგრამ პარალელურად, ზუსტად ამდენითვე გაიზარდა ექსპორტი მესამე ქვეყნებში. მე არ ვიცნობ მონაცემებს საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ ბევრი დამოუკიდებელი ორგანიზაციის კვლევით დასტურდება, რომ პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთში და შესაძლოა საქართველოშიც და ამ ექსპორტის ზრდა არის ასობით პროცენტით.

ნათელია, რომ ეს დაკავშირებულია რუსეთის ომთან უკრაინის წინააღმდეგ და ეს უნდა შევაჩეროთ. როგორ მოხდება ეს, იქნება თუ არა სანქციები მესამე ქვეყნებისთვის, ამას მომავალში ვიხილავთ. ახლა ევროკავშირში საინტერესო მოვლენები ვითარდება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა მაგალითად მოლდოვის ხელისუფლებამ. მან უნდა განაცხადოს მკაფიოდ, რომ შეასრულებს ყველა სანქციას, რომელიც დაწესებული იქნება ევროკავშირის მიერ. ეს არის ის, რაც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, რათა მათი პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას, მათ შორის სანქციების მიმართულებით, - ამბობს კუბილიუსი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი