უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის დასრულებამდე უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება.
მისივე თქმით: "არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან დროს, როცა ომი არ არის. ძალიან მინდა, მომავალ წელს მშვიდობა და ისეთივე ცხოვრება იყოს, როგორიც ომამდე".
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებამდე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, ხოლო საპრეზიდენტო - 2024 წლის გაზაფხულზე.