განგაში კრემლში | "ციხის გეგმა" მოსკოვშიც გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

განგაში კრემლში - როსტოვის შემდეგ "ციხის გეგმა" უკვე მოსკოვში გამოცხადდა. რუსულ ტელეგრამ-არხებში წერენ, რომ ქალაქში მობილიზებაა, ონლაინ კამერები გამორთულია და არ მუშაობს კრემლის სპეციალური კომუნიკაციები. 

"ციხის გეგმა" პერსონალის გადაუდებელ შეკრებასა და ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე კონტროლის აღებას გულისხმობს. გეგმა ასევე ითვალისწინებს მზადყოფნას გარე შეტევის მოსაგერიებლად.

პარალელურად, ცნობილია, რომ მოსკოვში შენიშნეს პუტინის ესკორტი, რომელიც კრემლის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მანამდე, რუსულმა Telegram-არხმა Baza გაავრცელა ინფორმაცია, რომ როსტოვის ოლქის პოლიციის რიგ განყოფილებებში "ციხის გეგმა" გამოცხადდა და თანამშრომლები მზადყოფნაში არიან. 

შეგახსენებთ, რომ პრიგოჟინი რუსულ არმიას "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა. 

"ჩვენ 25 000 ვართ და მივდივართ ბოროტების დასასრულებლად... ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები ხელს არ უშლის ჯარის მოქმედებას... შოიგუ წითელ მოედანზე უნდა ჩამოახრჩონ და ლენინთან ერთად მავზოლეუმში დააწვინონ", - თქვა მან.

პრიგოჟინის ბრალდებას რუსეთის თავდაცვის  უარყოფს და ამტკიცებს, რომ  "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის მტკიცებულებები "რეალობას არ შეესაბამება".  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი