ღამით რუსების მიერ კიევზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ 24 ივნისის ღამეს ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა კიევის სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი შენობა დააზიანეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 8.

ადმინისტრაციის ცნობით, 24 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის 3 ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთი კი ლიფტიდან.

24 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი