რუსეთმა ომში უკვე 223 910 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 24 ივნისამდე პერიოდს.

გასული 24 საათის განმავლობაში, უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 580 სამხედრო.

გენშტაბის მიხედვით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 223 910;
  • ​ტანკი - 4 024;
  • ჯავშანტექნიკა - 7 804;
  • საარტილერიო სისტემა - 4 015;
  • სარაკეტო სისტემა - 619;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 383;
  • თვითმფრინავები - 314;
  • ვერტმფრენი - 308;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 460;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 228;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 731;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 548.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი